გიორგი გახარია: ქველმოქმედებაზე შეტევის მიტანა უსამართლობაა

თბილისი (BPI) – ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედებაზე.

გიორგი გახარიამ საზოგადოებას ივანიშვილის ოჯახის წვლილზე ისაუბრა. “ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში”.

მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი.

“როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ეს არის უსამართლობა, ეს არის მიუღებელი, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობისათვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს არ არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები – სამ მილიარდ დოლარზე მეტია ქველმოქმედებაში დახარჯული და შეუძლებელია, როდესაც ქველმოქმედების აქტზე ხდება პოლიტიკური შეტევა, უბრალოდ, გაურკვეველია და უსამართლოა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს ,,მეგობრებო! დღეს, საქართველოს …