გიორგი აბაშიშვილი „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორად დაინიშნა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური მიმართულების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. როგორც ანალიტიკურ ცენტრში აცხადებენ, „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი, ამიერიდან ორგანიზაციის ეკონომიკური მიმართულების დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს საქმიანობას.

„იგი „ჯეოქეისს“ 2021 წლის დეკემბერში ეკონომიკური მიმართულების არარეზიდენტი მკვლევრის რანგში შემოუერთდა. მისი ინიციატივითა და ჩართულობით ორგანიზაციაში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა.
ანალიტიკური საქმიანობის გარდა, გიორგი აბაშიშვილი გახლავთ მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი, 2021 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს და CIU ბიზნესის ინსტიტუტს. ასევე, არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელში, არის საქართველოს, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დუალური განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, პროექტ „რეფორმეტრის“ მმართველი საბჭოს წევრი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ნატო – საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიური საბჭოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი“, – აცხადებენ „ჯეოქეისში“.

გიორგი აბაშიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, არის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების მიერ გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიის ავტორი.

ახალი სტატუსი კი გიორგი აბაშიშვილს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთოს „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების კიდევ უფრო განვითარებაში და ორგანიზაციის ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …