გიორგი აბაშიშვილი კამპანიას “მოითხოვე უკრაინული უკრაინის ეკონომიკისათვის” აანონსებს

ჯეოქეისის არარეზიდენტი მკვლევარი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (СIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი ახალ კამპანიას “მოითხოვე უკრაინული უკრაინის ეკონომიკისათვის” აანონსებს. როგორც გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამ წუთიდან ყველგან, ყველა სავაჭრო ობიექტში სადაც კი რაიმე ნივთი დაგვჭირდება ვითხოვთ უკრაინულს.

“მეგობრებო, ვიწყებ და ვიწყებთ კამპანიას “მოითხოვე უკრაინული უკრაინის ეკონომიკისათვის”! ეს არის პირველ რიგში გულით და ემოციით ჩემი და ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინელებისადმი!

ამ წუთიდან ყველგან, ყველა სავაჭრო ობიექტში სადაც კი რაიმე ნივთი დაგვჭირდება ვითხოვთ უკრაინულს – პირველადი მოხმარების ნივთებიდან ყველა ნივთის ჩათვლით.

უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასე რომ არჩევანიც დიდი გვაქვს – შეუძლებელს არ ვითხოვთ!

დავუჭიროთ მხარი უკრაინის ეკონომიკას!

#მოითხოვეუკრაინული“, წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბაშიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …