გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა – პრემიერი

დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა და ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს რეფორმა სასარგებლო იქნება ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …