გაუფასურებულ ლარს ტურისტული მომსახურების იმპორტის კლება გაამყარებს

თბილისი (BPI) – კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, გაზრდილია გაურკვევლობა, რაც მოლოდინების არხით გადაეცემა საფინანსო ბაზრებს,  სავალუტო კურსს, – სებ-ის ლარის ერტთვიანი გამყარების შემდეგ  გაუფასურების მიზეზებზე აცხადებს.
გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. 1) პანდემია ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით აისახა სავალუტო ბაზარზე, – სებ-ის დაკვირვებით მსგავსი სიტუაციაა რეგიონის ქვეყნებში. 2) ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან, შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.   
 
ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მზა მზარეული“ ფართოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა …