განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სასტუმროებსა და სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მასპინძლობენ უკრაინელი ტურისტებს საქართველოში – მარიამ ქვრივიშვილი

“ამ დროისათვის უკრაინის 200-მდე მოქალაქე, რომელიც საქართველოშია და ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, უკვე დაბინავდა საქართველოს სასტუმროებში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას, ვინც თავისი ინიციატივით გვიკავშირდება ტურიზმის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე, ან თავად ეხმიანება ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ ტურისტებს და უზრუნველყოფს მათ თავშესაფრით და საკვებით. სწორედ ამ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელთაც ისინი პირველივე დღიდან იჩენენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, მათ უდიდესი მადლობა ეკუთვნის,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, დახმარების სურვილითა და გულწრფელი ერთიანობით ჩვენი ქვეყნისთვის. „ახლა გასაჭირში ჩვენი უკრაინელი ძმები და დები არიან და ჩვენი ტურიზმის სექტორი კვლავ ერთიანია,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის გუნდი 24/7-ზე მუშაობს და აგრძელებს ფასილიტაციას დახმარების საჭიროების მქონე პირებსა და დახმარების მსურველ კომპანიებს შორის.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს.

საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.

 

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …