განვიხილეთ საქართველოში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზები – მიშელ ბონდი

უპირველეს ყოვლისა, მადლობა საქართველოს მთავრობას მასპინძლობისთვის. ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრების სხვადასხვა სახელისუფლებლო დონეზე. განვიხილეთ საქართველოში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზები, – ამის შესახებ ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ ბონდმა განაცხადა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით, პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფება.

მან აღნიშნა, რომ განიხილეს საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების გზები, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესისთვის და კერძოდ, ამ ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ახალ სამუშაო ადგილებს, ინოვაციების დანერგვას და სხვა სარგებელს.

„დღეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩვენ გვქონდა ბევრ სტარტაპთან და ადგილზე მომუშავე ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა. შევხვდით სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროებში NFT ტექნოლოგიებზე, ასევე საბაჟოს, ვალუტის გაცვლის, გადახდების, მარკეტინგის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში მომუშავე კომპანიების ჩათვლით. ძალიან სასიამოვნო საუბრები გვქონდა კრიპტოვალუტის შესახებ. ასევე, განვიხილეთ საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების გზები, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესისთვის და, კერძოდ, ამ ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი გარემო. ეს კი შედეგად მოიტანს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ახალ სამუშაო ადგილებს, ინოვაციების დანერგვას და სხვა სარგებელს“, – აღნიშნა მიშელ ბონდმა.

მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება.
ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …