ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრეს-ტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

ტურის ფარგლებში  ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.

„შესაძლებლობა მომეცა ქართული კერძები გამესინჯა. ძალიან გემრიელი და განსხვავებული სამზარეულო გაქვთ.  ქართული სამზარეულო იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენს გადაცემაში, რომლის შესახებაც მე ბულგარელ ტელემაყურებელს მოვუყვები, ვიტყვი რომ  საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა“,-აცხადებს ბულგარელი ჟურნალისტი მარტინა გარიჩევა.

„საქართველო გამორჩეულია მრავალფეროვანი ბუნებით, განსხვავებული კულტურით, ხალხით. ძალიან მომწონს საქართველოს ახალი ტურისტული პოლიტიკა, რაც გულისხმობს საზღვრების გახსნას.  ბოლო 10 წელიწადში სადაც ვყოფილვარ, საქართველო საუკეთესო ქვეყანა, მინდა მოგიწოდოთ ეწვიეთ საქართველოს, დაათვალიერეთ ეს ლამაზი ქვეყანა და თქვენ შეხვდებით საოცარ, გულღია ადამიანებს“,-ამბობს ბულგარელი ჟურნალისტი გეორგ ტოშევი.

ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის გადაცემის „Lifestyle”პროდიუსერი და ოპერატორი, ასევე  ჟურნალის “Biograph” ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. მედიის წარმომადგენლები ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ბულგარეთში გაეცნობიან.

ბულგარელმა ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ძველი თბილისი და კახეთში გაემგზავრნენ, სადაც   წინანდალს, ნაფარეულს,ალავერდსა და სიღნაღს მოინახულებენ.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული …