ბულგარეთში ექსპორტი 113.2%-ით გაიზარდა – რა ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 8 თვეში საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტმა 286.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის მაჩვენებელს 113.2%-ით აღემატება.

ბულგარეთში ექსპორტში უდიდესი წილი (94.2%) სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უკავია.

ტოპ-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი შემდეგნაირია:

სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 270.2 მლნ;
ნარჩენები და სპილენძის ჯართი – 3.6 მლნ;
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 2.9 მლნ;
აზოტოვანი, მინერალური ან ქიმიური სასუქები – 2.1 მლნ;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 1.9 მლნ;
შედარებით მცირედით, 23.5%-ით, 143.7 მლნ დოლარამდეა გაზრდილი ბულგარეთიდან იმპორტი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ბულგარეთიდან ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტია:

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 93.2 მლნ;
სამკურნალო საშუალებები – 6.2 მლნ;
საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშები – 3.6 მლნ;
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – 2.9 მლნ;
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები – 2 მლნ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …