ბრიტანულ გამოცემებში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს წამყვანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები სტუმრობენ. Daily Mail-ის, The Travel Magazine-ის, Trip Reporter-ისა და The Cultural Voyager-ის ჟურნალისტები აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა ძველი ბათუმი, ბულვარი და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ნობელებისა და ხარიტონ ახლვედიანის მუზეუმები, ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრასა და გონიოს ციხეები, ქედის ტურისტული პროდუქტები მოინახულეს და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შემდეგ ჟურნალისტები ქუთაისსა და თბილისს სტუმრობდნენ. რეიტინგულ ბრიტანულ გამოცემებში  აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამჯერად, ბათუმი და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტები ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიცაა Daily Mail,  The Travel Magazine და სხვა ბრიტანული გამოცემები. აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება ბრიტანულ გამოცემებში, რომელთაც მილიონობით მკითხველი ჰყავთ. ამით კიდევ ერთხელ ვახსენებთ თავს ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ აღმოაჩინონ აჭარა, საქართველო და მიუხედავად პანდემიისა იმოგზაურონ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ლაგოდეხში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული სივრცე მოეწყო

კომპანიამ ,,სამი ტბა’’ გლემფინგ კარვებითა და ხის კოტეჯებით სივრცის მოსაწყობად, 210,000 ლარზე მეტი თანხით ინვესტირება …