ბორტზე კვებიდან შემოსავალი $9.5 მლრდ-ს მიაღწევს

თბილისი (BPI) – ახალი კვლევების თანახმად, 2026 წლისთვის ფრენისას საერთო კვება 9.5 მლრდ დოლარის შემოსავალს მოიტანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ბორტზე კვების ბაზარი გარანტირებულად გაიზარდება.

ამ პერიოდში, კვების ინოვაციები ტექნოლოგიურ ინტეგრაციასთან ერთად, მთავარი ტენდენცია იქნება.

ფრენის დროს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბაზრის ცნობილი მოთამაშეები ამ კატეგორიის სერვისებს ციფრულ ტექნოლოგიებს უმატებენ. ანუ საკვებისა და სასმელის შესაკვეთად საქმეში უკვე სმარტფონებიც ჩაერთო. რამდენიმე ავიაკომპანია ფრენისას საკუთარ მგზავრს საკვების შეკვეთის საშუალებას გასართობი სისტემების საშუალებითაც აძლევს.

მგზავრებში, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები უპირატესობებით სარგებლობენ. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სავარძელზე ზის, მგზავრი უპირატესობას ხარისხიან საკვებს ანიჭებს. არსებული პროგნოზის თანახმად, ბორტზე კვებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება “ლოუკოსტერებშიც”.

შემთხვევითი სიახლე

#დარჩისახლში და ისიამოვნე მუსიკით – მინერალური წყალი “ლიკანი” #SOUNDWAVE – ის სესიებს ახალი ფორმატით აგრძელებს

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი …