ბიუ-ბიუ სურსათის სააგენტოს კომპანიის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს

თბილისი (BPI) – ფრინველის ხორცის მწარმოებელი კომპანია ბიუ-ბიუ ეხმიანება სურსათის ეროვნულ სააგენტოს გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც კომპანიის წარმოებულ პროდუქტში სალმონელას ჩხირი აღმოჩნდა.

კომპანია აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.

“ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და ამით ვუზრუნველყოფთ წარმოებულპროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს

რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ 2 ტიპის სალმონელაზე Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გუშინ საღამოს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას.

თითოეულ ჩვენ მომხმარებელს გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ და ვიზრუნებთ, რომ თქვენ მოგაწოდოთ უვნებელი, ხარისხიანი და საქართველოში წარმოებული პროდუქცია. ასევე აუცილებლად განვაგრძობთ თქვენს ინფორმირებას ამ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …