ბიზნეს კვლევების სახლი UN DESA-თან ერთად COVID 19-ით გამოწვეული ზიანის კომპლექსურ კვლევას იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული ბიზნეს კვლევების სახლი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტთან (UN DESA) პარტნიორობით მოამზადებენ კვლევას, რომელიც შეეხება ქვეყანაში COVID 19-ით გამოწვეული შოკის ეკონომიკური და სოციალური შედეგების შეფასებას მაკროეკონომიკური მოდელირების საშუალებით.

ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნება გაეროს მსოფილიო ეკონომიკური პროგნოზირების მოდელი (WEFM), რომელიც რეალური და პრაქტიკული ანალიზის საფუძველს იძლევა.

“ფაქტია, რომ კრიზისს სერიოზული გავლენა ექნება ეკონომიკურ კეთილდღებაზე, ჯანდაცვაზე და ზოგადად, სხვადასხვა სოციალურ ინდიკატორებზე. კვლევის ფარგლებში შემუშავებული იქნება სიმულაციური მოდელები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკონომიკის აღდგენა მაქსიმალურად სწრაფად და სწორი მიმართულებით,” – აცხადებს აბაშიშვილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო იმ რვა ქვეყანაში მოხვდა სადაც,გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტი აღნიშნულ კვლევას ახორციელებს.

კვლევის საბოლოო შედეგები გაანალიზებული იქნება UN DESA-ს საერთაშორისო კონსულტანტის მიერ და ბიზნესის კვლევების სახლთან ერთად მოხდება ეროვნული ვორკშოპის/დისკუსიის ორგანიზება მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა, აკადემიური სექტორისა და ექსპერტების მონაწილეობით.

შემთხვევითი სიახლე

აგროპროდუქტებისა და სერვისების კომპანია “ბარაქა” მაღაზიებს ხსნის

თბილისი (BPI) – პანდემიური კრიზისის ფონზე არსებული რისკების გათვალისწინებით და ამბიციური გეგმებით აგრობაზარს ახალი მოთამაშე …