ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი გახდა

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენის ვაკანტური პოზიცია გიორგი გახარიას გუნდის წევრმა მიხეილ დაუშვილმა დაიკავა.

ბიზნესომბუდსმენის მნიშვნელობაზე პრემიერმა დაუშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელსაც ბიზნესი მიხეილ დაუშვილთან წარადგენს, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში მოხვდება.

“ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე. ბიზნესის მხარდაჭერა, სადაც ამას კანონი საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ დაუშვილი გიორგი გახარიას ეკონომიკურ საბჭოში მუშაობისას საბჭოს მდივნის პოზიცია ეკავა. შს მინისტრობის დროს კი სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

შემთხვევითი სიახლე

თიბისის კაპიტალიზაცია £708 მლნ-ს აღემატება

თბილისი (BPI) – ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები, სასესიო კვირას …