ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ მთავრობამ კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება გადაავადა

„წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებსა და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტიორებისა და რეალიზატორებისათვის განახლებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსასვლელად დამატებითი დროის განსაზღვრა კარგად გააზრებული და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებაა“ – ამგვარად აფასებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 2021 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდა, ხოლო უკვე იმპორტირებული დანადგარების ამოყიდვაზე შეზღუდვები საერთოდ მოიხსნა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა, მათ შორის შესაბამისი სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით და საბოლოო ჯამში მიღებული გადაწყვეტილება ერთის მხრივ სამართლიანი და გონივრული მიდგომის გარანტიას ქმნის, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფს, რომ წლის ბოლოდან ქვეყანაში მხოლოდ მაღალხარისხიანი, მაღალი სტანდარტის აირად საწვავზე მომუშავე დანადგარების იმპორტი იქნება შესაძლებელი.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რეგულატორული პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქნილობის შენარჩუნება ეკონომიკური მდგომარეობის, ბიზნესის შესაძლებლობების და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართულ-ესპანური, მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის …