ბელგიის ფერმერთა ასოციაცია, სათბურებში მაზუთზე მომუშავე ქვაბის დამონტაჟებაზე ნებართვის დროებით გამარტივებას მოითხოვს

ბელგიის ფერმერთა ასოციაცია, Boerenbond სათბურებში მაზუთზე მომუშავე ქვაბის დამონტაჟებაზე ნებართვის დროებით გამარტივებას მოითხოვს. ინფორმაციას Fruit-inform ავრცელებს.

პორტალის ცნობით, ასეთი შეღავათი სათბურის ბოსტნეულის მწარმოებლებს არსებულ ენერგეტიკულ კრიზისში მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

ბელგიაში სათბურის ფერმერები გაზის გათბობაზე მასიურად 2006 წლიდან გადავიდნენ, თუმცა დღევანდელი ფასებით ეს მეტად ძვირი უჯდებათ. Fruit-inform წერს, რომ ენერგომატარებლებზე ფასები 15-20-ჯერ გაიზარდა და ფერმერთა მოგებას გასცდა.

„ვიცით, რომ ეს კლიმატისთვის კარგი არ არის, მაგრამ სხვა ტიპის საწვავზე გადასვლა აუცილებელი გახდა. მაღალი ფასების გამო ბევრ სასათბურე მეურნეობას დახმარება სჭირდება,“ – ნათქვამია Boerenbond-ის განცხადებაში.

ბელგიაში ჯერ კიდევ არის საკმაოდ ბევრი სათბურის ფერმერი, რომლებსაც გათბობის ქვაბები გაზის მოწყობილობასთან ერთად ალტერნატიულ საწვავზეც უმუშავებთ. პორტალის ცნობით, ამ ფერმერებმა ალტერნატიული საწვავის სისტემა, გაზის მოწყობილობის გაუმართაობის შემთხვევაში, ექსტრემალური გადაწყვეტილებისთვის სპეციალურად დაიტოვეს. თუმცა მათ უმეტესობას გამოყენების ნებართვის ვადა გაუვიდა.

ასოციაცია Boerenbond-ის შეფასებით, „ნებართვების მიღების გამარტივება ფერმერებს მუშაობას გაუადვილებს, რადგან მაზუთზე ფასი მხოლოდ გაორმაგდა და მეტად არ გაზრდილა.“

მიმდინარე წლის იანვრიდან ნიდერლანდებში, ბუნებრივი აირის არსებობის შემთხვევაში, გათბობის მოწყობილობების სხვა საწვავზე დაყენება აკრძალულია, ხოლო სათბურის ზოგიერთი ფერმერი ხარჯების შესამცირებლად დიზელზე გადადის.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …