ბახტაძე ფრენების სუბსიდირებაზე: ეს გადაწყვეტილება უკავშირდება პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მოქალაქეების წინაშე

თბილისი (BPI) – ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთში მცხოვრებ ქართველების უმრავლესობას ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა  ჰქონდა დაგეგმილი და საქართველოს მთავრობა ვალდებულია, მათ დახმარება გაუწიოს.

„მართლაც საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინიციატივაზე. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები სწორედ იყო ტურისტული კომპონენტი რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს დაბრუნდეს საქართველოში და გაატაროს ზაფხული თავის ოჯახთან. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, გვერდში ამოვუდგეთ, მითუმეტეს, როცა ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველებს?  რა თქმა უნდა  ვართ. სამწუხაროდ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფია ეს ყველაფერი. ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება და ტურიზმის სექტორის დახმარება მასში ნამდვილად არ იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი. 600 000-იანი დახმარებით როგორ ფიქრობთ, ის პრობლემა, რაც შეიქმნა ქართულ ტურიზმში, დაძლევადი იქნებოდა? ეს ხომ ძალიან მარტივია“,- განაცხადა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …