“ბანკმა უკეთ იცის მსესხებლის გადახდისუნარიანობა”

თბილისი (BPI) – “ბანკებმა შეძლეს და იპოვეს რესტრუქტურიზაციის თუ რეფორმირების საშუალება, შესაბამისად, მათ შედეგებზე დიდ ზეგავლენას ჯერჯერობით არ ახდენს რეგულაციები”, –  ფინანსისტი  ლექსო ხოროშვილი (ლიბერთის ყოფილი CEO) აღნიშნავს, რომ  ყველა რეგულაციას აქვს თავისი ფასი, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზე გადადის“, – განაცხადა ხუროშვილმა.

ის რეგულაციების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს.  გამოსავალს მსესხებლის შემოსავლიანობის   კოეფიციენტის გადახედვაში ხედავს  ყველა მოქმედი ბანკირიც, რადგან არსებულის ფარგლებში, იპოთეკური სესხების პირობების შემსუბუქება  შეუძლებელია.

ხოროშვილი მიიჩნევს, რომ კლიენტების გადამხდელუნარიანობის შეფასების ნაწილში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება უნდა დაუშვან.

“ბიზნესმა უკეთ იცის, ვის როგორი გადახდის საშუალება გააჩნია“, – განაცხადა მან

საბანკო რეგულაციების თემაზე დღეს თბილისში დისკუსია გაიმართა.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-მა პილოტების მოსამზადებელი ახალი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გახსნა

Wizz Air-მა, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, ოფიციალურად გახსნა  პილოტების მოსამზადებელი უახლესი ცენტრი რომის ფიუმიჩინოს …