ბანკებს პორტფელი გაეზარდა

ბანკების დაკრედიტება აგვისტოში 478.45 მლნ ლარით (+1.21%-ით m.m) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, +1.53%) და 1 სექტემბრისთვის (01.09.2021) 40.07 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის სტატისტიკით , ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით (1.82%-ით) სავალუტო  135.17 მლნ ლარით (0.65%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა +1.28%)

საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, მათ შორისაა ფინკა, რომელიც ბაზრიდან გადის. აქტივი კრედომ შეისყიდა (ტრანსაქცია ივლისში დასრულდა).

სესხები  მლრდ ₾                      01.09.2021                           (წილი)

15,277,707 თიბისი ბანკი 38.12%
14,431,938 საქართველოს ბანკი 36.12%
1,849,349 ლიბერთი 4.61%
1,528,454 ვითიბი ბანკი 3.81%
1,340,363 პროკრედიტ ბანკი 3.34%

წყარო: ბანკები

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ჰოლივუდში

სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, 2022 წლის ივნისში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში. 6 ქართული საპროდუსერო …