ბანკები და საზოგადოება სებ-ისგან მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელის

თბილისი (BPI) – არასამთავრობო ორგანიზაცია  „საზოგადოება და ბანკებისთვის“ სებ-ის მეირ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იგივე, 9%-ზე შენარჩუნება მოულოდნელი არ იყო, რამდენადაც ეროვნული ბანკის განცხადებით, ის თანდათან დაიწყებდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, მას შემდეგ რაც ინფლაციაზე გაცვლითი კურსის წნეხი შესუსტდებოდა.

საზოგადოება და ბანკებში ამბობენ, რომ ვიდრე იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი უცნობია,  მიზანშეწონილია მარეგულირებლის მხრიდან მკვეთრი ზომებისგან თავის შეკავება.

“თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდის ეფექტი 2020 წელს ინფლაციაზე გავლენას აღარ ახდენს, ლარის გაცვლითი კურსი კი ბოლო პერიოდში  მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ძლიერი რყევებით არ გამოირჩევა. ასევე, დადებითია საგარეო ფაქტორების დინამიკა (გაზრდილია ექსპორტი,  საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები)”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკი თანდათან დაიწყებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, თუმცა მნიშვნელოვანია იანვრის ინფლაციის მაჩვენებლის მონიტორინგი, თუ რამდენად ახლოს იქნება 2020 წლის სამიზნე მაჩვენებელთან და შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა.

შეგახსნებთ, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე შეინარჩუნა.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 116100 სესხია გაცემული, შესაბამისად, მათ საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ.

საზოგადოება და ბანკების მონაცემებით, დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6,147 მლრდ ლარის სესხია გაცემული.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …