ბათუმში, 2022 წლის მაისში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. როგორც Colliers Georgia-ში განმარტავენ, გასული წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 70%-ით, 1,436 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 66%-ით 59 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
