ბათუმში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის 1 სასტუმრო დაჯარიმდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სასტუმრო კომპლექსების გეგმიური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვის 30-მდე სასტუმროს ჩაუტარდა. სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე მხოლოდ 1 ობიექტი დაჯარიმდა.
მონიტორინგის ფარგლებში სასტუმროს ნომრების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენური ნორმები, აგრეთვე კვებისა და სამრეცხაო ბლოკი მოწმდება.
შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს. წლის ბოლომდე მონიტორინგი 200-მდე სასტუმროს ჩაუტარდება.

შემთხვევითი სიახლე

გივი სანიკიძე მესტიაში კრიპტომაინინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ცალსახად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა აუცილებელი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრის, გივი სანიკიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მესტიაში …