ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა Pitti Immagine Bimbo 2022-ში მიიღეს მონაწილეობა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo 2022. ღონისძიება 22-24 ივნისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

საერთაშორისო ბაიერებით დატვირთული გამოფენა ქართველი მონაწილეებისთვის წარმატებული გამოდგა. მათმა პროდუქტმა განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია – საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ საერთაშორისო მედიაში დაიწერა.

ქართულმა ნაწარმმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, არაბთა გაერთიანებული არაბული საემიროები, ისრაელი და ა.შ.

ქართულმა კომპანიებმა ადგილზე შეძლეს ორი შეკვეთის აღება ისრაელიდან და ალბანეთიდან. მათ ასევე ეწვია საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე და გამოფენის დირექტორი, რაფაელ ნაპოლეონე.

Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იყებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველთვის ესწრებიან მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები.

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …