ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის – ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი

ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა – MyDoc“-თან და   თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან  ერთად საპილოტე პროექტი დაიწყო.

მარტის და აპრილის თვეებში კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, MyDoc – მობილური კლინიკის მეშვეობით, უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს უფასო  სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.

ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, დაიგეგმა ზემოაღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა დაავადების გამოვლენის მიზნით, გულ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და შესაბამის სპეციალისტებთან ტელესამედიცინო კონსულტაციები. მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსით კვლევები და კონსულტაციები დაინტერესებულ მოსახლეობას ჩაუტარდა სრულიად უფასოდ.

“ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” სტრატეგიის ფარგლებში განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში კომპანია “ტელეკლინიკა MyDoc”-თან  და “თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან” ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის  ხელმისაწვდომი გამხდარიყო სამედიცინო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა საპილოტე პროექტის შედეგებისა და ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება. ლიბერთი განაგრძობს გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავის მომხმარებლებს ფინანსურ თუ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.“  – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის დისტანციური არხების, ბარათების განვითარების და ლოიალურობის დეპარტამენტის უფროსი.

“ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას.

ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდათ სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებან.

დისტანციურ კონსულტაციებს უზრუნველყოფდნენ ამერიკული ჰოსპიტალის ექიმი სპეციალისტები.

MyDoc- ის მიერ ყველა ბენეფიციარისათვის შეიქმნა ინდივიდუალური დაცული სამედიცინო ელექტრონული ბარათი, რომელშიც დაგენერირდა ყველა სამედიცინო კვლევის შედეგი, რომლის გამოყენებაც ბენეფიციარებს შეეძლებათ საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს.

ამ პროექტის მეშვეობით განხორციელდა იმ საჭირო და აუცილებელი თანამედროვე  სამედიცინო სერვისების მაქსიმალურად ახლოს მიტანა მოსახლეობასთან, რომლის საჭიროებაც თვალნათლივია და რომლის მისაღებადაც მოსახლეობას უწევდა დიდი მანძილების დაფარვა და თანხის გადახდა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ   რეგიონებში, სადაც ექიმ-სპეციალისტთა ნაკლებობაა“ – ირაკლი სასანია, Teleklinika – Mydoc-ის მმართველი პარტნიორი

Mydoc პირველი ტელესამედიცინო კომპანიაასაქართველოში, რომელიც დაავადებათადიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესებში აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტსა და უახლეს ტელესამედიცინო ტექნოლოგიებს.

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვიდეო

https://www.youtube.com/watch?v=LZgnTPW54hI

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული …