“ახალი ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება” – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ ახალი ენერგეტიკული პროექტები საქართველოში უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. ამის მიზეზი კი მთავრობის მიერ კერძო სექტორის ხელშეწყობაა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მთავრობამ გამოაცხადა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ენერგიის ხეშეწყობასთან დაკავშირებული კონკურსი, რომლის პირობებშიც კერძო სექტორი ხელისუფლების ხელშეწყობით ენერგიის გენერაციის გაზრდის  ახალ პროექტებს განახორციელებს.

“მინდა აღვნიშნო გასული წლის დეკემბერში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ენერგიის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა პირველი 300 მეგავატი ენერგიის პროექტებზე ინტერესის გამოხატვა. შემდეგ მთავრობამ მიიღო წარმოდგენილი პროექტები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, საიდანაც 150 მეგავატი იყო ჰიდრო , 70 მეგავატი მზის, ხოლო 70 მეგავატი ქარის პროექტები. შემდგომ უკვე მომზადდა ხელშეკრულება მთავრობასა და  პროექტების ინიციატორ ორგანიზაციებს შორის. ამასთან, მთავრობის გასულ სხდომაზე დამტკიცდა ეს პროექტები და უკვე  მიმდინარეობს შესაბამისი გაფორმების პროცედურები, რომლის შემდეგაც ეს პროექტები უფრო სწრაფი ტემპით გაეშვება და გადავა შემდგომ ეტაპზე. შესაბამისად პროცესს უფრო მეტი ტემპი მიეცემა. ასევე მნიშვნელოვანი ისიც, რომ ხელისუფლება აპირებს დამატებით კიდევ გამოაცხადოს ესეთი აუქციონები, რაც პროექტების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება”. აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …