ახალგაზრდული ბანაკები და ლაშქრობები წელსაც მოეწყობა

თბილისი (BPI) – თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი  ცხოვრების ჯანსაღი  წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

„ წელს დაგეგმილი გვაქვს, მოვაწყოთ ბანაკები და ლაშქრობები, ბანაკები – ბაზალეთში, ხოლო ლაშქრობები თბილისის გარშემო. ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. რაც შეეხება ლაშქრობებს, მათი ხანგრძლივობა იქნება ორი დღე. ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორთა მომსახურებით და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეთა რეგისტრაცია 20 ივლისს, მერიის ვებგვერდზე დაიწყება და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …