Processed with VSCO with a6 preset

აჭარა ჯგუფი აბასთუმანში სასტუმრო რუმსს ააშენენებს

თბილისი (BPI) – “აჭარა ჯგუფმა” კურორტ აბასთუმანში 1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის შენობა შეიძინა. წელიწადნახევარში კი ამ შენობის რეკონსტრუქციის შედეგად სასტუმრო “რუმს აბასთუმანი” გაიხსნება. პროექტის განვითარებისთვის “აჭარა ჯგუფი“ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

კომპანიამ პირველი სასტუმრო “რუმსი” 2012 წელს ყაზბეგში გახსნა. 2014 წელს პროექტის საერთაშორისო აღიარებამ ხელი შეუწყო თბილისში იმავე ბრენდის სასტუმროს შექმნას. მიმდინარე წლის ზამთრის სეზონამდე კი ახალი ski-in ski-out კონცეფციის სასტუმრო “რუმს კოხტა” გაიხსნება.

2020 წლისთვის “აჭარა ჯგუფი” ბათუმში XIX საუკუნის შენობაში “რუმს ბათუმს” გახსნის.

“აჭარა ჯგუფი” წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც ასევე აგრობიზნესის სფეროს განვითარებასა და ცხოვრების კულტურის გაუმჯობესებას ემსახურება.

აღნიშნულ სფეროებში “აჭარა ჯგუფი” მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვატორული ტენდენციების ჩამოყალიბების, სამეწარმეო პროექტების განხორციელებისა და ახალი ესთეტიკის სტანდარტების დანერგვის მხრივ. კომპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით, როგორებიცაა – “რუმსი”, “სტამბა“ და “ფაბრიკა”.

ამ ინოვატორული პროექტების წყალობით, კომპანიას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს დედაქალაქის და რეგიონების ტურიზმის განვითარებაში. ასევე ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის საყოველთაო პოპულარიზაციას.

Processed with VSCO with a6 preset0

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …