აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე გერმანელი ექსპერტები მუშაობენ

აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე გერმანელი ექსპერტები მუშაობენ. ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ICP-ის ექსპერტებთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ შეხვედრა გამართა.
🔹EBRD-ის მიერ შერჩეულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ აჭარაში მუშაობა უკვე დაიწყო.
🔹ICP-ის სპეციალისტები ქობულეთის დასრულებული ნაგავსაყრელის და ზოგადად აჭარის მყარი ნარჩენების მართვის მოდელის დოკუმენტს მოამზადებენ. დონორი ორგანიზაციის ექსპერტები ახალი ნაგავსაყრელის ტექნიკური აღჭურვის პროცესშიც ჩაერთვებიან. ისინი ასევე არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების კონსერვაციის კონცეფციას შექმნიან.
🔹აჭარის ნარჩენების მართვის ახალი ობიექტი ქობულეთში ექსპლუატაციაში ძალიან მალე შევა.
🔹პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ობიექტი, ასევე სარეგისტრაციო, საოფისე, ნარჩენების დახარისხებისთვის საჭირო შენობა აშენდა, მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა.
🔹პროექტი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ჰოლივუდში

სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, 2022 წლის ივნისში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში. 6 ქართული საპროდუსერო …