აწარმოე საქართველოში პროგრამას ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი ემატება

თბილისი (BPI) – მთავრობა ბალნეოლოგიურ კურორტზე ტურიზმის განვითარების მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გეგმავს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის უკვე დაემატა ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი.

მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც ბალნეოლოგიური ტიპის ტურიზმი შეიძლება განვითარდეს.

„ამ ეტაპზე 20 ლოკაცია გვაქვს შერჩეული და მოგვიანებით, უფრო დაზუსტებით მოგახსენებთ თითოეულ მათგანზე, თუ რა პერსპექტივა გააჩნიათ. მაგრამ ხაზგასმით გეტყვით, რომ ამ მიმართულებას და აქ თანხების დაბანდების მსურველ ბიზნესს მხარში დავუდგებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტში სესხის თანადაფინანსების ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200,000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი – 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.

 

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრია

თბილისი (BPI) – 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი …