აშშ-ში ელექტროენერგიის გადაცემა სხივის მეშვეობით გამოსცადეს

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კვლევითმა ლაბორატორიამ ახლახანს წარმოადგინა კვლევის შედეგი, რომელიც გულისხმობს ხმელეთზე მიკროტალღური სხივის მეშვეობით ელექტროენერგიის გადაცემას. ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს არის სხივის საშუალებით ელექტროენერგიის გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი.
12 თვის მუშაობის შედეგად, კვლევითმა ჯგუფმა შეძლო 10 გიგაჰერცის მიკროტალღური სხივის გამოყენებით 1 კმ. მანძილზე 1.6 კვტ. სიმძლავრის ელექტროენერგიის გადაცემა. Scope-M-ის პროექტის დემონსტრაცია ორ სხვადასხვა ადგილზე, მარილენდის და მასაჩუსეტსის შტატებში განხორციელდა.
კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი პოლ ჯაფი ამბობს: „ცდის მიზანი წინა ცდების შედეგების გაუმჯობესება და ტექნოლგიის განვითარება იყო.”
„აღარ არის საჭირო მაღალი სიხშირის გამოყენება, რაც იწვევს ელექტროენერგიის დანაკარგებს. 10 გიგაჰერცი არის შესანიშნავი არჩევანი, რადგან ძლიერი წვიმის დროსაც კი ელექტროენერგიის დანაკარგი არ აღემატება 5%-ს,“- აღნიშნავს საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის ჯგუფის ხელმძღვანელი კრიტოფერ როდენბეკი.
ინჟინრებს არ დასჭირდათ, დაენერგათ ჩამკეტი სისტემები, რაც გულისხმობს სხივთან მიახლოებისას ავტომატურ გათიშვას, რადგან გადაცემა არის სრულიად უსაფრთხო. აღმოჩენა გზას უხსნის ელექტროენერგიის გადაცემას კოსმოსიდან დედამიწაზე და ეს ყოველივე უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდატრების დაცვით ხორციელდება. ინჟინრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტექნოლოგია არის უსაფრთხო, როგორც ფრინველებისა და ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის.
აღნიშნული ენერგია არის სრულიად მწვანე ენერგია. იმ სხვა სუფთა ენერგიის წყაროებისგან განსხვავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ არასაიმედო ელექტროენერგიას, მიკროტალღურ სხივს კოსმოსიდან დედამიწაზე შეეძლება უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება 365 დღის და 24 საათის განმავლობაში. ეს არის ის, რაც დღესდღეობით სუფთა ენერგიის სხვა წყაროს არ შეუძლია.

შემთხვევითი სიახლე

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში – ირაკლი ღარიბაშვილი 

რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ …