აშშ-ის კონგრესმენები გახარიამ დაარწმუნა, რომ თავისუფალი ვაჭრობისთვის საქართველო მზად არის

თბილისი (BPI) „ფაინენშალ თაიმსმა“ აშშ-ისა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიის ავტორი წერს, რომ ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოს ადგილმდებარეობა განაპირობებს ხელსაყრელ სავაჭრო მოცემულობას, როგორც ექსპორტის ნახევარი მილიარდ მომხმარებელზე გამტარი კარიბჭე ევროპასა და აზიაში.

სტატიის ავტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ციტატა მოჰყავს. პრემიერის განაცხადებით, საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა ამერიკული კომპანიებისთვის იყოს რეგიონული ცენტრი მსხვილ ბაზრებზე წვდომისთვის.

„საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი. ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის  გზით.

ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა.  ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს,“- წერს „ფაინენშალ თაიმსი.“

 

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …