აღსრულების ეროვნული ბიურო კომპანია „სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“ 70%-იან წილს ყიდის

აღსრულების ეროვნული ბიურო კომპანია „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“-ში 70%-იან წილს ყიდის. ობიექტის გასასხვისებლად აუქციონი 10 აპრილსაა ჩანიშნული და  „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“-ში 70%-იანი წილს საწყისი ღირებულება 630 750 ლარია.

როგორც eauction.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, პერლიტის მოპოვებასთან დაკავშირებით „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“ ლიცენზიას არ ფლობს და ის პერლიტს შპს ,,ჯც“-სთან გაფორმებული ლიცენზიის იჯარის ხელშეკრულებით მოიპოვებს. ამასთან ლიცენზიის მოქმედების ვადა შპს ,,ჯც“-სთან ეწურება 2026 წლის 17 ოქტომბერს.

ბალანსის მიხედვით, კომპანიას ერიცხება: აქტივები სულ 2,313,333.00 ლარის, აქედან:
მიმდინარე აქტივები – 510,099.00 ლარის, კერძოდ: ნაღდი ფული სალაროში -262.00 ლარი, ფული საბანკო ანგარიშზე – 111.00 ლარი, დებიტორული დავალიანება 15782.00 ლარი, სასაქონლო მარაგები/ნედლეული – 475,488 ლარი, წინასწარ გაწეული ხარჯები (წინასწარ გადახდილი იჯარა, რეკლამა, დაზღვევა და სხვა) – 18456.00 ლარი;

ასევე, გრძელვადიანი აქტივები – 1,806,234.00 ლარის, კერძოდ: ავეჯი და ოფისის მოწყობილობა – 11,365.00 ლარი, მოწყობილობა და დანადგარები – 435,872.00 ლარი, სატრანსპორტო საშუალებები – 237,168.00 ლარი, უძრავი ქონება – 131,559.00 ლარი, მიწა – 990,000.00 ლარი.

ვალდებულებები სულ 1,115,049.00 ლარის, აქედან: მიმდინარე ვალდებულებები – კრედიტორული დავალიანება (მომწოდებლებისათვის გადასახდელი თანხები) – 228,800.00 ლარი, საგადასახადო ხარჯები (ხელფასები, იჯარა, დაზღვევა, კომუნალური და სხვა) – 187,126.00 ლარი, ავანსად მიღებული შემოსავლები – 659,123.00 ლარი, მოკლევადიანი სესხები – 40,000.00 ლარი.
გრძელვადიანი ვალდებულებები ბალანსზე არ ერიცხება.
აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, შპს ,,სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“-ს 100%-იანი წილის ღირებულება აქტივებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით განისაზღვრა:
v = აქტივების ღირებულება – ვალდებულებები
2,316,333 – 1,115,049 = 1,201,284.
აქედან გამომდინარე, შპს ,,სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“ 100 %-იანი წილის ღირებულებამ შეადგინა: 1,201,284.00 ლარი, შესაბამისად, 70 %-იანი წილის საბაზრო ღირებულებამ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საორიენტაციოდ (დამრგვალებით) შეადგინა: 841,000 ლარი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“-ში 10%-იან წილს ფლობს თამარ დვალიშვილი, 70%-ს ქეთევან ვახტანგიშვილი, 10%-ს ქეთევან კვარაცხელია, ხოლო დარჩენილ 10%-საც ალექსანდრე კვარაცხელია.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” დაფუძნდა 2002 წელს. წიაღით სარგებლობის  ლიცენზიის საფუძველზე,  კომპანია ახორციელებს  პერლიტის მოპოვებას, ნედლეულის გადამუშავებას და ფრაქციონირებული პერლიტის პროდუქციის რეალიზაციას. პერლიტის საბადო მდებრეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან 2150–2300 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის  „ფარავნის“   სიახლოვეს.

კომპანიის მფლობელობაშია საწარმო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებილი პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიებს.  პერლიტის გადამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს დამსხვრევა–შრობა–ფრაქციონირება–შეფუთვის ოპერაციებს. მზა პროდუქციის მომხმარებლებზე მიწოდება ხდება ჩვენი ქარხნიდან როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. ასევე, მიწოდება შესაძლებელია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებიდან: ფოთისა და ბათუმის პორტებიდან.

ამერიკისა და უკრაინის პერლიტის ინსტიტუტებთან  თანამშრომლობის შედეგად კომპანია  ეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც წარმოებაში მუდმივად ინერგება  უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისთვის. ფრაქციონირებული პერლიტის 95% გადის ექსპორტზე  უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ.

სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“ საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია პერლიტის ბლოკებისა და პერლიტის სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტის, რომელიც შეესაბამება „ეკო სახლისა“ და „თბილი სახლის“ თანამედროვე სტანდარტებს, სამშენებლო მასალებისა და ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია …