“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარის“ მხარდაჭერით ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი ჩატარდა

თბილისი (BPI) – „ისთ პოინტის“ ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში საქართველოს პირველობაზე ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა მიიღეს. წელს, ჩემპიონატში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩაერთო.
შეჯიბრში ჯამში 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებსაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ლიდერობდნენ. გამარჯვება დიზაინერ ირმა კიკნაველიძის გუნდმა მოიპოვა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ რევაზ გორგაძე, მალხაზ თოფურია, ვეფხია გელაშვილი და ბადრი ტოგონიძე. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრს, ქალებს შორის საუკეთესო სტელა ანდრიუკი აღმოჩნდა, კაცებში კი – გელა ხელაძე.
გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, თასი, დიპლომები, მედლები და მხარდამჭერთა მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.
ღონისძიება გაიმართა პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, რომელსაც „ახალგაზრდული მედია კავშირი“ „სოკარისა“ და „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

შემთხვევითი სიახლე

“მწვანე ალტერნატივა” 6 საბადოს უქციონის გაუქმებას ითხოვს

თბილისი (BPI) -ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩის მოპოვების ლიცენზიაზე საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა  ამოუიწურა …