არჩევნების შემდგომ ლარის კურის შედარებითი სტაბილურობის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო მიმართულებით განხორციელდება – თიბისი კაპიტალი

ბანკების მიერ ლარის დეპოზიტების გაზრდილ ფასში მოზიდვასთან ერთად, საშუალო საბაზრო და რეფინანსირების განაკვეთებს შორის დიფერენციალი დამატებით გაიზარდა, რაც სებ-ის რესურსს უფრო მიმზიდველს ხდის, – , – აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ მიმოხილვაში. “თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, აღნიშნულს ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკების სესხების მოცულობის ზრდაც მოწმობს, მაშინაც კი, როდესაც ცენტრალური ბანკი სახაზინო ფასიანი ქაღალდების შეძენით ბაზარს ეროვნულ ვალუტას დამატებით აწვდის, რაც გარკვეულწილად რეფინანსირების სესხების ჩამნაცვლებელია.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ M2-ით გამოხატული ლარის მიწოდება გარკვეულწილად აღდგა, ის მაინც ზომიერი რჩება. ბაზარზე ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედ-ვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლებიდანაც ჩანს.

ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია. იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს თიბისის მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა გამოიწვიოს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ვხედავთ, არ გამოვრიცხავთ, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის

შემთხვევითი სიახლე

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში – ლაშა ხუციშვილი

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა …