„არქი“ რუსთავში საცხოვრებელი კომპლექსს ააშენებს – ინვესტიცია $30 მილიონია

დეველოპერული კომპანია „არქი“ რუსთავში საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია წულაიამ BMG tv–ის გადაცემა „რედაქტორში“ ისაუბრა.

„რუსთავში მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ. ეს რუსთავში ჩვენი პირველი, მასშტაბური პროექტია, რომლისთვისაც 3.5 ჰა მიწა 2007-2008 წელს შევიძინეთ და უკვე მოვიდა დრო რუსთავში შევიდეთ და საცხოვრებელი კომპლექსი ავაშენოთ, რომელიც 70 000 – 80 000 კვ.მ. იქნება, რაც ჯამში 800-1000 ბინაზეა გათვლილი. საკმაოდ დიდი საცხოვრებელი უბანი აშენდება რუსთავში, რომლის ინვესტიცია დაახლოებით 30 მლნ დოლარი იქნება“, – განაცხადა ილია წულაიამ.

BM.GE-ის „არქიში“ დაუზუსტეს, რომ მშენებლობის დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება და 4 წელს გაგრძელდება. პროექტი 1000-მდე ბინიან 9 საცხოვრებელ სახლს, 1 ჰა-ზე კეთილმოწყობილ ეზოს, ღია და დახურულ ავტოსადგომს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს მოიცავს.

 

 

წყარო: BM.ge

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …