არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის წარმოების ზრდას უჭერს მხარს

არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) ელჩმა ვაშინგტონში, იუსეფ ალ-ოტაიბამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ნავთობის წარმოების ზრდას და წაახალისებენ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) განიხილოს წარმოების უფრო მაღალი დონე.

წერილობით განცხადებაში იუსეფ ალ-ოტაიბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების აზრით, სტაბილურობა ენერგეტიკულ ბაზრებზე კრიტიკული მნიშვნელობისაა გლობალური ეკონომიკისთვის.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ წარმოების ზრდას და წავახალისებთ OPEC-ს, განიხილოს წარმოების უფრო მაღალი დონე.” – თქვა მან.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბთა გაართიანებული საემიროები მოუწოდებს OPEC+ ჯგუფს, რომელიც შედგება OPEC-ის წევრი და არაწევრი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისგან, გაზარდოს წარმოება, ნავთობის ფასი ბარელზე 13 პროცენტით 110 დოლარამდე შემცირდა.

შემთხვევითი სიახლე

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, …