ანაკლიის პორტის გზის განსახლების გეგმის მოსამზადებლად კომპანიის შერჩევა დაიწყო

თბილისი (BPI) – ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი მალე გამოცხადდება. მანამდე კი პროექტის სამუშაო ვარიანტს კომპანია „სმექი“ 2 ოქტომბერს წარადგენს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება.

პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭიროა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლის შესადგენად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიის შერჩევა დაიწყო.

ინტერესის გამოხატვის ეტაპზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად  ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს  2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში, შემუშავებული უნდა ჰქონდეს მიწის შესყიდვისა და განსახლების მინიმუმ 2 სამოქმედო გეგმა (კერძო მესაკუთრეების/მოსარგებლეების არანაკლებ 400 მიწის ნაკვეთზე).

დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@georoad.ge, 16 სექტემბრфьвуსა.

გამოცდილებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე შეიქმნება კვალიფიცირებული კომპანიების სია, რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ტექნიკური დავალება და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისის სტუდენტური პროგრამა – “თიბისი კემპი” გრძელდება

თიბისის სტუდენტური პროგრამის – „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადი დაიწყო. „თიბისი კემპი“ ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის …