ანაკლიაში სასტუმრო აშენდება

თბილისი (BPI) – მთავრობა ანაკლიაში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში,  სოფელ  ანაკლიაში მდებარე 4 946კვ.მ. უძრავი ქონება  გასაყიდად გამოიტანა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს 10 000 000 ლარის ინვესტიცია და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …