აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე $415 მლნ-ის ინვესტიცია დაამტკიცა

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა.

საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

მამუკა ბახტაძის თქმით,  გაკეთდება 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„საქართველოს სივრცით განვითარებაში ეს იყო კომპონენტი, რომელიც გახლავთ ყველაზე კაპიტალინტენსიური, ძვირიანი მონაკვეთი და ძალიან რთული საინჟინრო თვალსაზრისით. ჩვენ, ამ კონტრაქტის ხელმოწერის შედეგად, უკვე დავასრულეთ  ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დაკონტრაქტება, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რომელიც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, სწორედ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის“. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი 2.9573 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა. …