აზარტული თამაშებისა და კვებითი აშლილობების პრევენციაზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს

თბილისი (BPI) – კვებითი აშლილობებისა და პათოლოგიური გემბლინგის თემებზე იმსჯელეს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები მონაწილებდნენ,  განიხილეს კვებითი დარღვევებისა და აზარტული თამაშების  პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები და რეკომენდაციები.

შეხვედრა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით და „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლობის ფორმატში ჩატარდა.

„იმედს არ ვკარგავ, რომ ამ ტიპის შეკრებები და ლექციები საფუძველს  ჩაუყრის ჩვენი თანამედროვე ფსიქოლოგიური სამსახურების აწყობას, ეს  ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და გარდა ეკონომიური კაპიტალისა, სჭირდება ცოდნის კაპიტალი. მე ვფიქრობ, რომ ფონდი „ღია საზოგადოებისა“ და ფსიქიატრიული საზოგადოების დახმარებით, ჩვენ შექმნით ცოდნის კაპიტალს იმისთვის, რომ ქართველმა მოსახლეობამ ადეკვატური  დახმარება მიიღოს სამშობლოში“, – განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, ქეთი ჭანტურიამ.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი სკოლების ფინანსურ განათლებაზე ზრუნვას განაგრძობს

თბილისი (BPI) – სებ-ი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის, პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს, “სკოლა-ბანკის” პროგრამის ფარგლებში, Child and …