ავიაბაზრის 15%-ს Wizz Air-ი ფლობს

თბილისი (BPI) – 2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს.  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს.

11%-იანი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე Turkish Airlines-ი და Georgian Airways-ია.

კომპანიების რეიტინგი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით:

  • ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;
  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%
  • ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;
  • ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%;
  • ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%;
  • ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%;
  • ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%;
  • ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი). რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წლის ცხრა თვეში გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ვის დაუწესდება ₾200 000 ლიმიტი – მსესხებელი კლასებად დაიყოფა

თბილისი (BPI) – სავალუტო სესხზე ₾200 000 ჭერის, $33 800 -მდე  დაწევაზე, 2020 ბიუჯეტის საპარლამენტო …