ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ნატურალური სასმელი “კომბუჩას” საწარმო იხსნება

ხვალ, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ყარაფილაში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ იხსნება, რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს.

„კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და ის „საპარტნიორო ფონდისა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა. საწარმო ოფიციალურად გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა,  სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“  ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ.

აღსანიშნავია, რომ „კომბუჩა“ ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.

2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის “ზრდა საქართველოში“  პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე მეტი შეადგინა.

„სტარტაპ სართველო“-ს და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამშრომლობის მიზანია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა  და დასაქმების ხელშეწყობა.

 

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …