ადგილობრივი წარმოების შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება – “კოლორ ჯგუფი” მიზეზებზე

საქართველოში წარმოებულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც BM.GE-სთან საუბრისას “კოლორ ჯგუფის” გაყიდვების ხელმძღვანელი მარიამ მუხიგული აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომმა ქვეყანაში იმპორტირებული შესაფუთი მასალების რაოდენობრივი შემცირება გამოიწვია, რადგან შესაფუთი მასალები როგორც რუსეთიდან, ისე უკრაინიდან შემოდიოდა, შედეგად მოთხოვნა ადგილობრივ ნაწარმზე გაჩნდა.

“ქართულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ხშირ შემთვევაში დამკვეთებს ჰგონიათ, რომ ქართული უფრო ძვირი ღირს, თუმცა ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ფასით თუნდაც თურქეთის ბაზართან საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის შედეგებით, ეტიკეტის და შეფუთვის მიმართულებით გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. ბოლო კვარტალში ზრდის ტემპის გაგრძელების მოლოდინები კვლავ არის”, – განაცხადა მარიამ მუხიგულმა.

“კოლორ ჯგუფის” გაყიდვების ხელმძღვანელის განმარტებით, გასული წლის მარტიდან ფასების გაზრდა მოუწიათ. ფასების ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს შორის კი პანდემია, ნავთობზე და ენერგომატარებლებზე ღირებულების მატება, ლოგისტიკის გაძვირება და რუსეთ-უკრაინის ომია.

“აპრილი-მაისში პროდუქციის ფასი 40%-ით გავზარდეთ, რაც ყველაზე მაღალი ნიშნული იყო, შემდგომ ამ რიცხვმა 20%-ს მიაღწია და დასტაბილურდა”, – განმარტა მუხიგულმა.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …