აგვისტოში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა.

 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.

შემთხვევითი სიახლე

როგორ შევარჩიოთ წვრილი ტექნიკა სახლისთვის?

ბევრი ჩვენგანისთვის სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება არა მხოლოდ ყოველდღიური მოვალეობა, არამედ საყვარელი პროცესიცაა, რომლის …