აგვისტოში აეროპორტებში მგზავრთნაკადის მოსალოდნელი ზრდის ნაცვლად, კლებაა

თბილისი (BPI) – 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში  583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – მონაცემებს .

რაც შეეხება 2019 წლის  8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 %-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა  საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749,000 ათასის ნაცვლად, რაც 14 % – იან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583,104 ათას მგზავრს მოემსახურა. რაც თავის მხრივ, – 11% კლებას წარმოადგენს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, კლება, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, არის მაქსიმალურად მინიმიზებული საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც გადაიდგა და ამჟამადაც გრძელდება რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო დაზარალებული სექტორების დასახმარებლად.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო –  397,045 მგზავრი (კლება 14 %)

2019 წლის იანვარ-აგვისტო – 2,651,918 მგზავრი (ზრდა 3%)

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო – 96,474 მგზავრი (კლება 20%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო  – 444,310 მგზავრი (ზრდა  5%)

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო – 88,138 მგზავრი (ზრდა 22%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო – 538,234 მგზავრი (ზრდა 41 %)

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:

2019 წლის იანვარ-აგვისტო  – ჯამურად 6,361 მგზავრი (ზრდა  16%)

 

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …