აბრეშუმის მუზეუმი რეაბილიტაციის მოლოდინში

თბილისი (BPI) – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი უკვე წლებია რეაბილიტაციის მოლოდინშია. მერიამ უკვე დაანონსა, რომ თბილისის განვითარების ფონდი მუზეუმის რეაბილიტაციას წელს დაიწყებს. რეაბილიტაცია 2 წელს გაგრძელდება, პროექტის ბიუჯეტი კი დაახლოებით 3 მილიონი ლარი.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, მუზეუმს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდება.

„აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თავისი ისტორიითა და მასში დაცული ექსპონატებით ერთ-ერთი განსაკუთრებული შენობაა. მუზეუმი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, საძირკველი მთლიანად წყალშია და არსებობს რისკი, რომ ჩამოიშალოს. გამოინახა შესაბამისი თანხები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდეს. შეიძლება მასშტაბი დიდი არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველა დეტალს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდეს. სამუშაოებს დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

შემთხვევითი სიახლე

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად შრომის კოდექსი დაბალანსებულია

თბილისი (BPI) – როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე …