ყველაზე მდიდარი ისევ ბილ გეითსია

თბილისი (BPI) – ამერიკულმა Forbes–მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.  რეიტინგში 1825 კაცი მოხვდა  მათი საერთო ჯამური ქონება 7,05 ტრილიონ დოლარს აღწევს. გასულ წელთან შედარებით  ეს მონაცემი 600 მილიარდით არის გაზრდილი. 2015 წლის რეიტინგში 290 “ახალბედაა’ აქედან 71 ჩინელი.  შეიმჩნევა მილიარდელთა გაახალგაზრდავების ტენდეცია. რეიტინგიდან 46–ის ასაკი 40 წელზე ნაკლებია. რეიტინგში პირველი, 79 მილიარდი დოლარით ბილ გეითსია მისი ქონება გასულ წელთან შედარებით 3,2 მილიარდით გაიზარდა. მეორე, მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმ ელუა 77,1 მილიარდით. ერთი წლის გამავლობაში მექსიკელის ქონება 5,1მილიარდით გაიზარდა. 14,5 მილიარდით გაიზარდა და  72,7 მილიარდს მიაღწია ამერიკელი მილიარდელის უორენ ბაფეტის ქონებამ . რეიტინგში ის მესამეა. 64,5 მილიადით მეოთხეა  ცნობილი ესპანური ბრენდის Zara–ს მფლობელი და დამფუძნებელი, ამანსიო ორტეგა.

შემთხვევითი სიახლე

Huawei 2019 წელს აჯამებს – კომპანია წელი 18%-იანი მატებით დახურა

თბილისი (BPI) – მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიის HUAWEI-ს მენეჯმენტი 2019 წელს აჯამებს და მადლობას …