WizzAir-მა ქუთაისიდან ახალი მიმართულებებით ფრენის დაწყება გადადო

თბილისი (BPI) – WizzAir-მა ქუთაისის აეროპორტში მესამე საჰაერო ხომალდის ბაზირება და 6 ახალი მიმართულების დამატება (ეინდჰოვენი, ბარი, კოპენჰაგენი, ტალინი, ბრიუსელი, ბაზელი)გადადო.

კომპანია ფრენებს აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბრიდან დაიწყებს.

მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ მიმართულებებზე 1 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში, WizzAir-ი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ცვლილებების შესახებ.

კომპანია მგზავრებს ბილეთის თანხის 100%-ით აუნაზღაურებს, ბილეთის გადაცვლას (იმავე მიმართულებით სხვა თარიღებზე ან ნებისმიერი სხვა არჩეული მიმართულებით) ან WIZZ კრედიტზე გადახდილი ბილეთის საფასურის 120%-ით ანაზღაურებას სთავაზობს.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …