Wizz Air CO2 გამონაბოლქვის დაბალი მაჩვენებლით ევროპის ყველაზე მწვანე და ეკომეგობრული ავიაკომპანიაა

თბილისი (BPI) – Wizz Air-ი ევროპის სხვა ავიახაზებთან შედარებით, გარემოს ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს. კომპანიის საჰაერო ხომალდების  CO2 გამონაბოლქვი, თითოეულ მგზავრზე, კონკურენტ ავიახაზებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებია – 1კმ-ზე, ერთ მგზავრზე, 56,5კგ გამონაბოლქვით.

Wizz Air შედეგის გასაუმჯობესებლად ბევრ ნაბიჯს დგამს. მათ შორის, ადგენენ გამონაბოლქვზე ყოველთვიურ სტატისტიკას, რომელიც  გამჭვირვალეა და მგზავრებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია პასუხისმგებლიანი არჩევანის გასაკეთებლად.

Wizz Air ოპერირებს თანამედროვე, უახლესი საჰაერო ხომალდებით, რომელთა შორისაცაა A320, A321CEO და A321NEO ტიპის თვითმფრინავები.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ Wizz Air-ის საჰაერო ხომალდების CO2 გამონაბოლქვი და შესაბამისად, გარემოზე მათი ნეგატიური გავლენა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, თუ 2019 წლის მაისის მონაცემებს ერთი წლის წინანდელი პერიოდის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გამონაბოლქვის რაოდენობა 4.4%-თაა შემცირებული. 250-ზე მეტი A321NEO ტიპის საჰაერო ხომალდი კი აგრძელებს მუშაობას  იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდეთ და გარემოზე, მომდევნო დეკადაში, 1/3-ით უფრო ნაკლები გავლენა მოახდინონ.

A320neo და მისი მწარმოებლის სხვა საჰაერო ხომალდები  ამ მიმართულებით პირველები არიან. ამ ტიპის თვითმფირნავებში გამოყენებულია  უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის, ახალი თაობის ძრავები და სხვა ისეთი მიღწევები, რომლებიც საწვავის ხარჯის 20%-ით დაზოგვას უზრუნველყოფს. The A321neo გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვან სარგებელს გვთავაზობს. დაახლოებით 50%-თაა შემცირებული ხმაურის დონე  წინა თაობის საჰაერო ხომალდებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან მუშაობაში ჩაეშვა Pratt და Whitney‘s Geared Turbofan ძრავა, რის შემდეგაც აზოტის ოქსიდის გამონაბოლქვი 50%-ით შემცირდა.

„Wizz Air-ის მიზანია, რომ უფრო თავისუფალი გახადოს ცხოვრება ხელმისაწვდომი მგზავრობის უზრუნველყოფით და ჩვენ ვამაყობთ საკუთარი თავით, რათა ამას  ყველაზე სწორი გზით ვაკეთებთ. იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესი და უზრუნველყო მომავალი თაობისთვის ჯანსაღი გარემო, ეს არ არის შეჯიბრი.  მცირე CO2 გამონაბოლქვის გათვალისწინებით, Wizz Air ინდუსტრიაში ყველაზე მწვანე არჩევანია. საკუთარ თავს ამბიციურ მიზნებს ვუსახავთ, რათა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით მომავალში გარემოზე მავნე გავლენა შევამციროთ. CO2 გამონაბოლქვი თითოეულ მგზავრზე 2030 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდეს.ჩვენ გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობები, რათა მვაღწიოთ ამას Wizz Air-ის A321NEO ხომალდით, 239 მგზავრიანი სავარძლების კონფიგურაციით და Pratt და Whitney’s Geared Turbofan ძრავით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ეკომეგობრული ტექნოლოგიაა“, – ამბობს Wizz Air-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი,  ჯოზეფ ვარადი. 

შემთხვევითი სიახლე

WB საქართველოს ენერგეტიკაში 62 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიო ბანკისგან 62 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსს მიიზიდავს, თანხას ფინანსური ინსტიტუტი …