Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე ზრდას გეგმავს. ავიაკომპანიის წარმომადგენელი საქართველოს სტატისტიკას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ თუ 2018 წელს 643 000 ბილეთი გაიყიდა (+88%Y.Y) 2019 წელს 8 ახალი მიმართულების დამატებასთან ერთად, ამ მაჩვენებლის 982,040-მდე ზრდა იგეგმება.

ავიაკომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლიდან 1.8 მილიონი მგზავრი გადაიყვანა (2012-2018).

„Wizz Air – ეს არის წარმატებული ბიზნესი, რომელიც 15 წლის განმავლობაში 195 მილიონ მომხმარებელს მოემსახურა, 650-ზე მეტი მიმართულებით, მსოფლიოს 44 ქვეყნის 146 აეროპორტში“, – აღნიშნავს რადო.

ავიაკომპანია წლიურად 190,000 ფრენას ახორციელებს, რაც თვითმფრინავის ყოველ 2.7 წთ-ში აფრენას ნიშნავს.კომპანიის უსაფრთხოების უმაღლესი – 7 ვარსკვლავი აქვს.

Wizz Air-ის სტატისტიკით, 2008 წელს, როდესაც ბაზარზე iPhone 3 იყო, მობილური აპლიკაციის ჯავშნები საერთოდ არ არსებობდა. 2018 წელს, როდესაც ბაზარზე iPhone X-ია, ჯავშნების 35% სწორედ მობილურითაა გაკეთებული, ხოლო 2026 წლისთვის, კომპანია ვირტუალურ რეალობას და ჯავშნების 70%-ზე მეტს სწორედ მობილური აპლიკაციის მეშვეობით განიხილავს.

ავიაკომპანიას მსოფლიოს 14 ქვეყანაში აქვს 25 ბაზა, მათ შორის კი ერთ – ერთი საქართველო, ქუთაისია.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ …